
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 5 მეომრის ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა. ბიუროს უფროსის მოადგილე პავლე გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.