Image

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა გვანცა გუჯაბიძემ, მონაწილეობა მიიღო ბელგიის ქ. ბრიუსელში,  სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ორგანიზებით გამართულ, კრიმინალისტიკური მეცნიერების ინსტიტუტის, ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტთა 29 -ე სამუშაო შეხვედრაში. 

საერთაშორისო კონფერენციაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა იმსჯელეს თანამედროვე მიდგომებზე ბალისტიკური მიმართულებით. კერძოდ,  ბალისტიკურ სისტემებზე, EU კრიმინალურ სტატისტიკაზე, Truly pro bone publico - სამართლიანობის დადგენაზე, კომპიუტერზე დაფუძნებულ მეთოდებზე, ბალისტიკურ დიაგრამებზე და სქემებზე.

ასევე განიხილეს ის საერთაშორისო პროტოკოლები და სტანდარტები, რომლითაც ხელმძღვანელობენ  3D კოპირებული იარაღების, სროლის მანძილის, ცეცხლსასროლი იარაღის, ხელნაკეთი იარაღების, გლოკის სისტემის ახალი თაობის იარაღების და საბრძოლო მასალის, სროლის ტრაექტორიის გამოთვლის, ცეცხლსასროლი დაზიანებების, ტყვიის ტრაექტორიის ცვლილების  ექსპერტიზის დროს.

კონფერენციის ფარგლებში, უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და  მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ექსპერტებს დაეხმარებათ ბალისტიკური ექსპერტიზის ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში, ბალისტიკური იდენტიფიკაციის უახლესი მეთოდების დანერგვაში, ახალი სამეცნიერო მეთოდების გამოყენებაში, თანამდეროვე ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის განვითარებასთან ერთად, მომავალ მოსალოდნელ გამოწვევებსა და მათთან არსებული პრობლემების გადაჭრის გზის პოვნაში.