Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ, რომლებსაც კრიმინალისტიკური და ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ბიუროს საქმიანობის სფეროების, დანერგილი სიახლეების და ექსპერტიზის წარმოების სპეციფიკის შესახებ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიუროს კრიმინალისტიკური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიები. ექსპერტების დახმარებით მოზარდებს შესაძლებლობა მიეცათ პირადად გაცნობოდნენ ექსპერტიზის წარმოების პროცესს და მონაწილეობა მიეღოთ რამდენიმე იმიტირებულ ექსპერტიზაში.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ბიუროსგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.