Image

2023 წლის 3 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  ექსპერტიზის დღე აღნიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა წლის წარმატებული ექსპერტები, დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

ბიურო 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა და თითქმის ორი ათეული წელია მაღალკვალიფიციური ექსპერტებით და საერთაშორისო სტანდარტით შესრულებული ექსპერტიზებით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით.

500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური კადრები და რაც მთავარია, საერთაშორისო სტანდარტი - ბიუროს მუშაობა, სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული.

ბიურო წარმატებით ახორციელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძოდ, დასავლეთ საქართველო (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი და სამცხე ჯავახეთი.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დარგში ბიურო ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია და აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით.

დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბიუროს ყველა თანამშრომელს ექსპერტიზის დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეში.