
2021 წელს ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოსთვის წარმოდგენილ იქნა 4 საანალიზო ნიმუში, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებები - ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი მცენარეული ფხვნილი, ამფეტამინი, კოკაინი და კათინონის კლასის ფსიქოსტიმულატორი ნ-ეთილჰექსედრონი. ბიუროს ექსპერტებთან ერთად აღნიშნულ ტესტირებაში ევროპული ქვეყნების სამოცდა ცხრა ლაბორატორიამ მიიღო მონაწილეობა.