Image

ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა აკაკი ტყემალაძემ და ვანდა ჭანტურიძემ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, ფსიქიატრიის 23-ე მსოფლიო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.

ექსპერტებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, გაცნობოდნენ იმ სიახლეებს და თანამედროვე ტენდენციებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით, წამყვანი კლინიკები ხელმძღვანელობენ ფსიქიატრიული საექსპერტო საქმიანობის პროცესში.

კონგრესის ფარგლებში გამართულ ტრენინგებზე და სესიებზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

ეთიკის სხვადასხვა ასპექტები სასამართლო ფსიქიატრიაში -ეთიკის ზოგადი პრინციპები სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის პრაქტიკაში;

სასამართლო ფსიქიატრია და ქალები მოწყვლად სიტუაციებში;

ქალები, როგორც მძიმე დანაშაულის მსხვერპლები და ბრალდებულები;

მძიმე ფსიქიკურ დაავადებებში კომორბიდობის გაგება;

თვითმკვლელობა ახალგაზრდა ასაკში: გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედება და კოლეაცია;

პიროვნული აშლილობები: ცვლილებები დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ICD-11);

ნარკოტიკებით გამოწვეული შიზოფრენიის მზარდი ტალღა;

ყურადღების დეფიციტისა და იპერაქტივობის სინდრომი (ADHD) მიმოხილვა -ზრდასრულთა ADHD -ის დიაგნოსტიკის სირთულე და მართვა;

რთული შემთხვევები;

ორმაგი დარღვევები: ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი პერსპექტივა;

სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო შეფასება და სასამართლოსთვის დასკვნის მომზადება – საუკეთესო პრაქტიკები;

ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, მუდმივად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში, რათა მიღებული გამოცდილება გამოიყენონ და დანერგონ საექსპერტო საქმიანობაში.