Image

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სსიპ . უზნაძის სახელობის თბილისის 22- საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

უფროსკლასელებმა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, დოკუმენტებისა და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს და უშუალოდ ექსპერტებისგან საექსპერტო საქმიანობის, დანერგილი სიახლეების შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეების უშუალო ჩართულობით ექსპერტებმა ჩაატარეს რამდენიმე იმიტირებული კვლევა, რითაც ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თითის ანაბეჭდების დადგენის მეთოდებს და ყალბი დოკუმენტაციის გამოვლინების მექანიზმებს, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების წარმოების სპეციფიკას.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს და გვერდში უდგას ახალგზარდა თაობას მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში და სამომავლო ინტერესების განსაზღვრაში.