INL ვიზიტი ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ ვახტანგ კარგარეთელმა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელს საქართველოში სარა რუპერტს და ამავე ბიუროს პოლიციის მრჩეველს ლარი ფოკასს უმასპინძლა. 

სამედიცინო ექსპერტების მონაწილეობა ტრენინგში

Image

მიმდინარე წლის 21-26 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტებისთვის თემაზე: „სექსუალური ძალადობის მსხვერლპთა სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზის შესახებ“.

ბიურომ განმეორებითი აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2021 წელს განმეორებითი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი ისო17025:2017/2018 მიიღო.

საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის ონლაინ კონფერენცია

Image

2021 წლის 18 ოქტომბერს, ბიუროს ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ბელა გაბიტაშვილმა და კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა თამარ აფციაურმა საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის  მიერ, ხარისხის და სტანდარტების გლობალური პროგრამის ფარგლებში (GQSP) ორგანიზებულ  ონლაინ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო