Image

ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე ქალაქ თბილისის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენცია სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმები, ძალადობის პრევენცია” დაესწრო.

კონფერენციაზე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვისა და მათი დახმარების უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო სერვისების და მათი უფრო ინტენსიურად გავრცელების საჭიროებებზე. იმსჯელეს საკანონმდებლო სისტემის მნიშვნელოვანი ასპექტების გაძლიერების და განვითარების მექანიზმებზე.