Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის და ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2024 წლის დასაწყისში აკრედიტაცია მიენიჭა: ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს საგამოცდო ლაბორატრიას აატ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად;

აკრედიტაციის სფერო გააფართოვა ამავე დეპარტამენტის კვების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველოს საგამოცდო ლაბორატორიამ, გაყინული ქათმის ხორცში წყლის შემცველობის განსაზღვრის ექსპერტიზის მიმართულებით. 

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ლაბორატორიებმა აკრედიტაცია მიიღეს ისეთ დამატებით სფეროებში როგორიცაა: 
ბალისტიკურ, ტრასოლოგიურ და დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაში - დაზიანებული ობიექტის (ტანსაცმელი და სხვა) ცეცხლსასროლი დაზიანების, დაზიანებული საგნების; ცივი იარაღის; ავტომანქანის ვინკოდის; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაქტილოფირების ხელის კვლების ხოლო, საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიაში დოკუმენტების (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ვიზა, მართვის მოწმობა და სხვა) ბლანკების, ბეჭდის, შტამპის, ფაქსიმილიეს ანაბეჭდის ექსპერტიზების მიმართულებით. 
ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.