Image

ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამის (CEPOL-ICU) ფარგლებში, ექსპერტიზის ბიუროს, რუმინეთის ანტიკორუფციული დირექტორატის პოლიციის კომისარი მადალინა ელენა ტიცა ეწვია.

პროგრამის ფარგლებში, სტუმარი გაეცნო ბიუროში ექსპერტიზის დანიშვნის და წარმოების პროცედურებს. უცხოელი ექსპერტი, ასევე გაეცნო ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმიანობას, იმ საკანონმდებლო ბაზას, რითაც ექსპერტები ხელმძღვანელობენ ციფრული ექსპერტიზის წარმოებისას.

ვიზიტის დასასრულს, პოლიციის კომისარმა აღნიშნა, რომ წარმატებული ურთიერთანამშრომლობა, გამოცდილების და პროფესიული უნარების გაზიარება მნიშვნელოვნად წაადგება ორივე ქვეყანას ციფრული ექსპერტიზის მიმართულებით, თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების დანერგვის პროცესში.