
საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის პირველი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მთავარი მიზანი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმებისგან დაცვა და საგამოძიებო მოქმედებების და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა.