
2025 წლის მარტის თვეში სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა კომპეტენციაშიც შედის მოქალაქეებთან კომუნიკაცია და საჯარო ინფორმაციის გაცემა, ჩატარდა ტრენინგი „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოყენების წესები“-ს შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა, „მონაცემთა დაცვის გუნდი“-ს მოწვეული ექსპერტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს კანონმდებლობის მოთხოვნებზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებზე, ასევე გამჭვირვალობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელ პრაქტიკულ მიდგომებზე.
ტრენინგში მონაწილე პირებმა განიხილეს ინფორმაციის კლასიფიკაციის და სწორად მიწოდების მეთოდები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიუროს წარმომადგენლებისთვის მოქალაქეებთან, მედიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის გაცემის პროცესში.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ბიუროს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას და მიწოდებას.