სომხეთის დელეგაციის ვიზიტი სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში

Image

​2014 წლის 12 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს სომხეთის მოძიების სამუშაო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო დელეგატები ადგილზე გაცნობოდნენ ექსჰუმირება-გამოკვლევის ჩატარების საფუძვლებს. მათ დაათვალიერეს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა და ლაბორატორიები.

თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი ბიუროში

Image

​​2014 წლის 11 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი ჰასან ერბილი და საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ესტუმრნენ.

4 ნოემბერი ექსპერტიზის დღეა

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 4 ნოემბერს "ექსპერტიზის დღეს" აღნიშნავს. ვულოცავთ ყველა ექსპერტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას.

ექსპერტიზის ბიუროს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ

Image

​​2014 წლის 3 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიუროს უფროსი გიორგი თვაური აშშ-ს ელჩს საქართველოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო