ექსპერტიზის ბიუროში ახალი მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორია გაიხსნა

Image

​​2014 წლის 19 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ახალი მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორია გაიხსნა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში ლაბორატორიის ოფიციალურ გახსნას ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარატამენტში ტრენინგი მიმდინარეობს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ ლაბორატორიაში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება ტრენინგი  მიტოქონდრიული დნმ კვლევის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე.

საექსპერტო კვლევები ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში

Image

საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ არაერთგვაროვანია, ზოგი მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვს, ზოგისთვის კი ნარკოტიკი კრიმინალთან ასოცირდება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საქართველოში ერთადერთი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მომწამლავი ნივთიერებების, ფარმპრეპარატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კვლევა ქიმიური მეთოდით მიმდინარეობს.

ბიუროს უფროსი სასამართლო ექსპერტიზის ევროპულ ექსპოზიციას დაესწრება

Image

​​29-30 აპრილს ქალაქ ლონდონში 2 დღიანი  საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება.  გამოფენას სპეციალური სტუმრის სტატუსით  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური დაესწრება.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო