Image​2015 წლის 14 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური და ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო, ქართული მხარე გაცნობოდა თურქეთის სასამართლო მედიცინის საბჭოს მუშაობის პრინციპებს, იქ დანერგილ თანამედროვე მეთოდოლოგიას და სტანდარტებს.

ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ სასამართლო მედიცინის საბჭოს გენერალურ დირექტორს იალჩინ ბუიუკს, სადაც განიხილეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და სასამართლო მედიცინის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ექსპერტიზის ბიურომ თურქულ მხარესთან თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.