სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
მიერ ბაბუშერაში ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 12 მეომრის
ნეშთის იდენტიფიცირება მოხდა.
ბაბუშერადან გადმოსვენებული ქართველი გმირების იდენტიფიცირების პროცესი,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბერიდან დაიწყო.
საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები გადაგზავნილ იქნა ზაგრების
უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში, სადაც შედარება მოხდა ეგზგუმირებული ნეშთების გენეტიკურ
პროფილებთან.
ამჟამად იდენტიფიცირებულია 12 მებრძოლის ნეშთი, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალიც
8 აგვისტოს დიღმის ძმათა სასაფლაოზე გაიმართება.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების 1500-ამდე ნათესავის
გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, აქედან მომზადდა 230-ი გენეტიკური პროფილი, რომლის ფინანსური
უზრუნველყოფა ექსპერტიზის ბიურომ განახორციელა, ამჟამად იდენტიფიცირებულია სულ 21 მეომრის
ნეშთი.
ბაბუშერასა და გუმისთაში დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირების პროცესი
კვლავ გრძელდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროცესის დასრულებამდე აქტიურად იქნება
ჩართული.