Image2015 წლის 14 აგვისტოს ​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ხელმძღვანელი ვიტალი კონდრატენკო ესტუმრა.

ვიზიტის მიზანი იყო უკრაინული მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით და იმ რეფორმების გაცნობა, რომელიც განხორციელდა ბიუროში.

უკრაინელ კოლეგას ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ უმასპინძლა, რომელმაც სტუმარს ბიუროს შენობა და თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა და ადგილზე გააცნო ექსპერტების საქმიანობა და  ულტრათანამედროვე მეთოდები.

ექსპერტიზის ბიუროს მატერიალურ ტექნიკური ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, აქ მომუშავე პერსონალი კი მაღალკვალიფიციური.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომავალში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს უკრაინის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურთან.