
2014 წლის 10-16 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან სიმონიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომელი უჩა მარგველაშვილი ოფიციალური მიწვევით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ.