
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორიატის (European Directorate for The Quality of Medicines & HealthCare (EDQM), STRASBOURG) ) მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში.
2019 წლის დეკემბერში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტრასბურგიდან, სტანდარტიზაციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა საანალიზო ნიმუში - „NALIDIXIC ACID TABLETS“, შესაბამის სტანდარტულ ნიმუშთან და ფარმაკოპეულ მეთოდთან ერთად - პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად. ტესტირების მიზანი კი იყო აღნიშნულ ტაბლეტებში ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპონენტის - ნალიდიქსის მჟავას - რაოდენობრივი შეფასება, თხევად-ქრომატოგრაფიული/დიოდური დეტექტირების მეთოდით და მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება. აღნიშნულ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად ნიმუშები გაეგზავნა ევროპის 132 ლაბორატორიას, რომელთაგან 117 ლაბორატორიიდან იქნა მიღებული შედეგები.