
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს ნინო ყოჩიაშვილს სამართალდამცავი ორგანოების და იუსტიციის სექტორის მაღალი რანგის ქალ წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღის და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქალთა მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უმასპინძლა.