
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიუროს თანამშრომლების და ექსპერტების უშუალო ჩართულობით, ყოველი წლის ბოლოს, ბიურო არაერთ სოციალურ პროექტში იღებს მონაწილეობას. წელს, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე და ბიუროს თანამშრომლები მოხუცთა თავშესაფრებს „ბარბარე“; „ჩემი ოჯახი“ და „მუხრანის სავანე“ -ს ესტუმრნენ და მოხუცების გარემოცვაში თბილი, სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე გაატარეს.