
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა და დანერგვის პროცესშია ბიუროს „მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სტანდარტი“.
„მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სტანდარტ“-ის მიხედვით შესაძლებელი გახდება ბიუროს რესურსით, პერიოდულად ჩატარდეს კვლევები, რომელიც დაეხმარება ბიუროს ხარისხის განვითარებასა და მომხმარებელზე მორგემული მომსახურების შეთავაზებაში.
კვლევების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს თანამშრომლებმა გაიარეს ინტენსიური ტრენინგი, სადაც დეტალურად შეისწავლეს კვლევის მართვის/ჩატარების მეთოდები და საჭირო უნარ-ჩვევები, კერძოდ:
✅მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მეთოდის შერჩევა;
✅მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის პერიოდულობის განსაზღვრა;
✅მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, სამიზნე ჯგუფის (ჯგუფების) განსაზღვრა და მეთოდის (ების) შერჩევა;
✅მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამოყოფა;
✅მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარების) შემუშავება;
✅მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევისთვის მონაცემთა მოგროვება;
✅მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ანგარიშის მომზადება;
მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის გამოქვეყნება
პროექტის ფარგლებში, ასევე ჩატარდა საპილოტე კვლევა. გამოიკითხა ბიუროს 500-მდე მომხმარებელი და მომზადდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბიურო მომავალში დამკვეთს უფრო მოქნილ და მაღალხარისხიან სერვისს შესთავაზებს.