პროფესიით სამართალმცოდნე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. კარიერა დაიწყო 2003 წელს საქართველოს შსს გაზეთ „სრულიად არასაიდუმლო“-ს იურიდიული განყოფილების უფროსად.
2004-2005 წლებში მუშაობდა ქ.ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელად. 2007 წლიდან სამსახურეობრივ კარიერას განაგრძობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტუზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე. 2007-2014 წლებში გახლდათ აჭარის რეგიონული ექპერტიზის დეპარტამენტის უფროსი , ხოლო 2014 წლიდან დღემდე ბიუროს უფროსის მოადგილე, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.