სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა

Image

გიორგი მურვანიძე ამ დრომდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. პროფესიით სამართალმცოდნეა, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით

ბიურომ ახალი გეოტექნიკური პროგრამა GEO5 შეიძინა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გეოტექნიკური პროგრამა GEO5 შეიძინა. GEO5-ით შესრულებული მოდელები და რაპორტები არგუმენტირებულ შეფასებას უზრუნველყოფენ, როგორც ახალი, ისე არსებული ნაგებობების ექსპერტიზის დროს. პროგრამის საშუალებით ექსპერტების მიერ მზადდება დეტალური ანგარიშები, რომელიც პირდაპირ აისახება სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნებში. გარდა ამისა, GEO5 აქტიურად გამოიყენება

ექსპერტების ვიზიტი იტალიაში

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო-ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე გამართულ საერთაშორისო კრიმინალისტიკური საზაფხულო სკოლის შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა.

ბიურომ ბალისტიკური ექსპერტიზისთვის ახალი ხელსაწყო შეიძინა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერიზის დეპარტამენტის ბალისტიკური მიმართულებით მიმდინარე საექსპერტო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შეძენილ იქნა თურქული კომპანია „FORENSCOPE“-ს  წარმოების თანამედროვე კვლევითი მოწყობილობა - „t-ZOOM Plus DNA“. დანადგარი აღჭურვილია მაღლი გარჩევადობისა და ხარისხის კამერით, სხვადასხვა ხილული და უხილავი სხივების მაშუქი წყაროებით, რაც შესაძლებლობას იძლევა, დაზიანებულ ობიექტზე

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო