CODIS და ENFSI ყოველწლიური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

Image

2022  წლის 27-30 სექტემბერს პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა ყოველწლიურ CODIS-ის (დნმ-ის მონაცემთა ბაზების შესახებ) ევროპელ მომხმარებელთა მე-16 კონფერენციასა და ENFSI დნმ-ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის 48-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  

შეხვედრა მშვიდობის კორპუსის (Peace Corps Georgia) წარმომადგენლებთან

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი მშვიდობის კორპუსის (Peace Corps Geogia) დირექტორს  ჯეფრი გოვეიას და ამავე ორგანიზაციის სამედიცინო მიმართულების წარმომადგენლებს შეხვდა.  

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

Image

2022 წლის 26 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო რუმსში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის  სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრა აშშ -ს ქიმიური მასალების უსაფრთხოებისა და მათი განეიტრალების წარმომადგენლებთან

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამათლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი და ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DITRA-ს) და ქიმიური მასალების უსაფრთხოებისა და მათი განეიტრალების ჯგუფის (Chemical Security and Elimination (CSE)) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო