2022 წლის 26 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო რუმსში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე ესწრებოდნენ.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მხარდამჭერ სამუშაო შეხვედრაზე მოსამართლეებთან ერთად განხილულ იქნა, ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის არის საჭირო.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ასევე არსებულ პროცედურებზე ისაუბრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, ესტონეთის ელჩმა საქართველოში შირინა კალიურანდმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილემ ელისო შონიამ.
მთელი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარეობდა მსჯელობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე და ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ გამოწვევებზე.
ცენტრის მთავარი მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმებისგან დაცვა და საგამოძიებო მოქმედებების, სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩართულია აღნიშნულ პროცესში, ექსპერტიზის ჩატარების თვალსაზრისით და აქტიურად თანამშრომლობს უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში.