სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამათლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი და ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DITRA-ს) და ქიმიური მასალების უსაფრთხოებისა და მათი განეიტრალების ჯგუფის (Chemical Security and Elimination (CSE)) წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნული ჯგუფის მიზანია, ითანამშრომლოს და სხვადასხვა სახის დახმარებით (მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ტრენინგები და თანამედროვე პროცედურების დანერგვა) ხელი შეუწყოს საქართველოში მომუშავე იმ უწყებებს, რომლებსაც შემხებლობა აქვთ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ნივთიერებებთან და პასუხისმგებელნი არიან ქიმიური ნარჩენების და საშუალებების უსაფრთხო გამოყენებაზე და განადგურებაზე. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის, ქიმიურ-ტოსიკოლოგიური ექსპერტიზის და ნავტობ-პროდუქტების ექსპერტიზის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები. დეტალურად გაეცნენ ექსპერტების საქმიანობის სპეციფილას და დანერგილ მეთოდებს.
ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, რომელიც გახლავთ ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულბათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრი. ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.