სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი მშვიდობის კორპუსის (Peace Corps Geogia) დირექტორს ჯეფრი გოვეიას და ამავე ორგანიზაციის სამედიცინო მიმართულების წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიმართულებით, სავარაუდო შემთხვევების დროს ბიუროს წესებთან და პროტოკოლთან მშვიდობის კორპუსის პროცედურული მოთხოვნების შესაბამისობაზე.
სტუმრებმა ბიუროს უფროსისგან, ასევე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დროს გამოსაკვლევ (მათ შორის ძალადობის მსხვერპლი) პირებთან მიმართებაში გაწერილი პროცედურების და ექსპერტიზის წარმოების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო ინიციატივებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია და სურვილი გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის თაობაზე.