Image2022  წლის 27-30 სექტემბერს პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა ყოველწლიურ CODIS-ის (დნმ-ის მონაცემთა ბაზების შესახებ) ევროპელ მომხმარებელთა მე-16 კონფერენციასა და ENFSI დნმ-ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის 48-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  
ყოველწლიური შეხვედრა კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით 2 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა, რომელსაც ევროპისა და სხვა ქვეყნებიდან სასამართლო ექსპერტიზის დარგში დნმ მიმართულებით მოწინავე დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლის მიზანიც გახლდათ, ევროპული და ENFSI-ის წევრი საექსპერტო ლაბორატორიების დნმ-ექსპერტთა პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაცვლა, გაიდლაინებზე მსჯელობა, გადახედვა და ახლის შემუშავება, საინტერესო და იშვიათი საექსპერტო შემთხვევების განხილვა, პროფესიული დისკუსიების გამართვა, საგამოფენო სივრცეში საექსპერტო კვლევებისთვის, ტექნიკის/აღჭურვილობის და რეაქტივების მწარმოებელი კომპანიებისგან სიახლეების გაზიარება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2007 წლიდან დნმ სამუშაო ჯგუფის, ხოლო 2011 წლიდან ENFSI სრულუფლებიანი წევრია. ბიურო აღნიშნულ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრება. 2014 წელს შეხვედრას საქართველოს სახელით ექსპერტიზის ბიურომ უმასპინძლა.