
2019 წლის 23 იანვარს, ბიუროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ასენ იანიჩევი ესტუმრა, რომელსაც სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ, გიორგი მურვანიძემ უმასპინძლა.
ბატონმა ასენ იანიჩევმა დაათვალიერა ბიუროს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიები, დეტალურად გაეცნო ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას,დანერგილ სიახლეებს და მომავალი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, გამოთქვა მზადყოფნა ბიუროს ექსპერტების საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით.