სიახლე დნმ ლაბორატორიაში

Image

​​2015 წლის 27-29 აპრილს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მსოფლიოს წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანიის ,,Thermo Fisher Scientific”-ის წარმომადგენელი ალექსანდრ გენტოში ესტუმრა. კომპანია ბიუროს ამარაგებს გენეტიკური კვლევისთვის გენკუთვნილი აპარატურითა და რეაქტივებით.

ბიუროს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის (INL) დირექტორი ესტუმრა

Image

2015 წლის 22 აპრილს საქართველოს პირველად ესტუმრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის INL-ის  ევროპისა და აზიის რეგიონებთან ურთიერთობების ბიუროს დირექტორი ლესლი ვიგერი. ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა უცხოელ სტუმარს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში დანერგილი სიახლეები, მიღწევები გააცნო და მადლობა გადაუხადა ბიუროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რომელსაც INL-ი წლების განმავლობაში ახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს ბიუროს მიმდინარე პროექტებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.

საქართველოს პირველად ENFSI-ს მმართველი საბჭო ეწვია

Image

​​2015 წლის 16 აპრილს საქართველოს პირველად ესტუმრა სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) მმართველი საბჭო, რომელსაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მასპინძლობს. 

დნმ ლაბორატორიის კიდევ ერთი წარმატება

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ISO17025 აკრედიტირებულმა დნმ ლაბორატორიამ 2014 წლის ბოლოს, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საკვალიფიკაციო ორ ტესტში (გარე აუდიტი), ადამიანის ბიომასალის წარმომავლობის, დნმ-ის გამოსავლიანობასა და გენოტიპირებაში.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო