სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტმა წარმატებით დაასრულა მაღალი სიმტკიცის
ბეტონის დაპატენტების პროცესი.
ბოლო წლების განმავლობაში ბიუროს ექსპერტები აქტიურად
იყვნენ ჩართულნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ქართული ბეტონის დანამატების შემუშავების პროცესში.
ახალი სტრუქტურის ბეტონი გამორჩეულია სიმტკიცით, საიმედოობით
და არ არის მიდრეკილი ბზარების წარმოქმნისაკენ.
ახალი მეთოდით წარმოებული ბეტონი აქტიურად იქნება გამოყენებული
სამშენებლო სფეროში, ჰიდროელექტროსადგურების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების და გზების
მშენებლობაში.
ამჟამად მიმდინარეობს მსუბუქი ბეტონების დაპატენტების
პროცესი, რომელიც 2017 წელს დასრულდება. ბიურო კვლავ აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო კვლევებს.