Image​2016 წლის 15 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა, პროგრამაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელის გაძლიერება, სპეციფიკური მომენტების დროს ოჯახების თანადგომა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამომავლო გეგმები;
გამომსვლელთა მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნა ბიუროს ექსპერტების ღვაწლი პროგრამის წარმატებით განხორციელების და უგზოუკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაციის პროცეში.
ღონისძიების პარალელურად გაიმართა ბროშურის „არ დამივიწყო“ პრეზენტაცია. 
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან. ურთიერთანამშრომლობის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე ბიუროს ექსპერტების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული 68 მეომრის ნეშთია ამოცნობილი.