Image2017 წლის 15-18 მარტს,  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების თანაავტორობით, გენეტიკური კვლევის შედეგები საერთაშორისო  სამეცნიერო ასპარეზზე გავიდა.

ადამიანის რეპროდუქტოლოგიის აკადემიის მე-17 მსოფლიო კონგრესზე, ნინო ყოჩიაშვილის, ნინო ფირცხელანის, ქეთევან ქართველიშვილის  და მათი ექიმი-კოლეგების პოსტერ-პრეზენტაცია Inherited Thrombophilias in Georgian Women with Unexplained Recurrent Pregnancy Loss“, ქართული პოპულაციის ქალებში, ორსულობის განმეორებითი დანაკარგის მემკვიდრულ ფაქტორებს მიეძღვნა.

ქალაქ რომში გამართულ მსოფლიო კონგრესზე, სადაც 225 პოსტერ-პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი, ქართველ ექიმთა პოსტერი, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე წარდგენილა გენეტიკური კვლევის შედეგებით და მომავალშიც, კვლავაც გეგმავს, ფეხი აუწყოს მსოფლიოს წარმატებულ ლაბორატორიებს.