
2015 წლის 2-5 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის Microsoft საქართველოს ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ექსპერტიზის ბიურომ კორპორაცია Microsoft-ის ექსპერტ-კონსულტანტს, ბატონ ოლეგ ტრუტნევს უმასპინძლა, რომელიც SQL Server-ის ექსპერტი გახლავთ მრავალწლიანი გამოცდილებით SQL Server-ის მუშაობის ოპტიმიზაციის მიმართულებით.