ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს შეხვდა

Image

​2015 წლის 31 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერი ჯანელ კუროდა ესტუმრა. ამერიკელი სტუმარი ბიუროს უფროსის მოადგილეს გიორგი მურვანიძეს შეხვდა.

ბიუროს ექსპერტები სამეცნიერო კონფერენციაზე

Image

​​2015 წლის 16-18 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია  „ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობისსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ.

ბიუროს ექსპერტები INL-ის ტრენინგს დაესწრნენ

Image

​​​2015 წლის 14-16 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი ზურაბ გრიგოლაშვილი და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი რევაზ ლომთაძე INL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსს დაესწრნენ.

მადლობის სიგელები ბიუროს ექსპერტებს

Image

2015 წლის 14 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო-ფინანსური ექსპერტიზის, სამედიცინო ექსპერტიზის, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტების 20-მდე თანამშრომელს ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა პრემიერ- მინისტრის მადლობის სიგელები გადასცა.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო