2017 წლის 10 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს ტერნოპოლის ფუნქციონალური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინნა კრინიცკაია და ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის ასისტენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გალინა გაბორი ეწვივნენ.უკრაინელმა სტუმრებმა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა დაათვალიერეს და აქ დანერგილ მეთოდებს და კვლევებს გაეცნენ.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის დარგში ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელიც აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025 –ის მიხედვით.
დანერგილი ხარისხსის სისტემა კვლევების მაღალი ხარისხის და ექსპერტიზის შედეგების სიზუსტის გარანტია, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.