Image2017 წლის 29 ივნისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ, გიორგი მურვანიძემ საქართველოში ესპანეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს ვიქტორ მურსია გარსონს უმასპინძლა.

რწმუნებულმა დაათვალიერა ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური, კრიმინალისტიკის, ნავთობის, კვების და დნმ  ექსპერტიზების ულტრათანამედროვე ლაბორატორიები და დეტალურად გაეცნო ექსპერტიზის ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, აქ დანერგილ სიახლეებს და თანამედროვე მეთოდებით განხორციელებულ ექსპერტიზის სახეობებს.  

შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია და მთელი რეგიონის მასშტაბით  ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება. 

ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით.  დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.