Imageსსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები ესტუმრნენ.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა მალხაზ ჯოხაძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საექსპერტო საქმიანობის  შესახებ და დაათვალიერებინა ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტები ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საექსპერტო კვლევებს ISO/IES 17025 სტანდარტით ახორციელებენ.  

ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია და მთელი რეგიონის მასშტაბით  ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება.