აფხაზეთის და სამაჩაბლოს შეირაღებულ კონფლიკტში დაღუპული კიდევ 6 მეომრის ნეშტი გადაეცათ ოჯახებს

Image

2025 წლის 12 მარტს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული კიდევ  6 მეომრის იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცათ ოჯახებს. შეხვედრას ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე,  საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია ესწრებოდა.

წლიური ანგარიშის განხილვა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა, წლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა საექსპერტო სფეროების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული გამოწვევები და დაძლევის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს. ასევე, ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. 

ბიუროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები.

ბიურომ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის ახალი ხელსაწყო შეიძინა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ლაბორატორიაში მიმდინარე  კვლევითი პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, შეძენილ იქნა შვეიცარიული წარმოების, უახლესი საექსპერტო კვლევითი სისტემა PROJECTINA“ „SPECTRA PRO+“.  აღნიშნული სისტემა გამოიყენება ყველა სახის საბუთის (პირადობის, მართვის, დაბადების, ქორწინების მოწმობები, პასპორტი, ვიზა და ა.შ) და მსოფლიოს

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო