
2026 წლის 10-12 ივნისს, პირველად საქართველოში, ქალაქ ბათუმში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, გაიმართება ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული ხედვების გასაზიარებლად როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ ღონისძიების პროგრამას, მონაწილეობის პირობებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
https://ifs.expertiza.gov.ge/