ტრენინგი ბიუროს თანამშრომლებისთვის

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა და დანერგვის პროცესშია ბიუროს „მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სტანდარტი“. „მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სტანდარტ“-ის მიხედვით შესაძლებელი გახდება ბიუროს რესურსით, პერიოდულად ჩატარდეს კვლევები, რომელიც დაეხმარება ბიუროს ხარისხის განვითარებასა და მომხმარებელზე მორგემული მომსახურების შეთავაზებაში

ბიუროს თანამშრომლები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ

Image

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიუროს თანამშრომლების და  ექსპერტების უშუალო ჩართულობით, ყოველი წლის ბოლოს, ბიურო არაერთ სოციალურ პროექტში იღებს მონაწილეობას. წელს, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე და ბიუროს თანამშრომლები მოხუცთა თავშესაფრებს „ბარბარე“; „ჩემი ოჯახი“ და „მუხრანის სავანე“ -ს ესტუმრნენ და მოხუცების გარემოცვაში თბილი, სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე გაატარეს

ბიუროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

Image

სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ბიუროს ექსპერტებმა სისხლი თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ბენეფიციარების დასახმარებლად გაიღეს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიურო უკვე მრავალი წელია, აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ აქციაში, რაც კარგი მოტივატორი და მაგალითია საზოგადოებისთვის, მსგავს აქციებში მონაწილეობის მისაღებად და ადამიანების დასახმარებლად. დონაცია ხელს უწყობს სისხლის ბანკების მარაგის შევსებას. თითოეული ადამიანის გაღებული სისხლი კი სულ ცოტა სამი ბავშვის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის წინაპირობაა

მონაწილეობა საერთაშორისო ტესტირებაში

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) ყოველწლიურ პროფესიულ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. ტესტირებაში ბიუროს ექსპერტების გარდა, ევროპის ქვეყნების ოთხმოცამდე წამყვანი ლაბორატორიის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო