ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

Image

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა გვანცა გუჯაბიძემ, მონაწილეობა მიიღო ბელგიის ქ. ბრიუსელში, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ორგანიზებით გამართულ, კრიმინალისტიკური მეცნიერების ინსტიტუტის, ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტთა 29 -ე სამუშაო შეხვედრაში.

ბიუროს ექსპერტებმა ფსიქიატრიის 23ე მსოფლიო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

Image

ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა აკაკი ტყემალაძემ და ვანდა ჭანტურიძემ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, ფსიქიატრიის 23-ე მსოფლიო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.

ბიუროს ექსპერტის საინფორმაციო ვიზიტი ბუქარესტში

Image

ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის, კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი შარაბიძე ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამის (CEPOL-ICU) ფარგლებში, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში იმყოფებოდა.

ბიუროს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სსიპ დ. უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. უფროსკლასელებმა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, დოკუმენტებისა და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს და უშუალოდ ექსპერტებისგან საექსპერტო საქმიანობის, დანერგილი სიახლეების შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო