
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების სამეცნიერო კვლევის შედეგები, პუბლიკაციის სახით — „მემკვიდრული თრომბოფილია ქართველ ქალებში თრომბოზის პირადი და/ან ოჯახური ისტორიის არსებობით ან მის გარეშე და აუხსნელი განმეორებითი ორსულობის დანაკარგებით”, გამოქვეყნდა თრომბოზისა და ჰემოსტაზის სფეროში მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში „Thrombosis Research“.
ბიუროს მხრიდან, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორების, გენეტიკოსების: ქეთევან ქართველიშვილის, ნინო ფირცხელანისა და ნინო ყოჩიაშვილის მიერ ჩატარებული კვლევა, დარგის პროფესიონალებთან თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მემკვიდრული თრომბოფილიის გენეტიკური ასპექტების უკეთ გააზრებაში და კლინიკურ პრაქტიკაში, მისი მართვის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით ქართულ პოპულაციაში, რომელიც ამ მიმართულებით, დღემდე ნაკლებად იყო შესწავლილი.
აღნიშნული შედეგები, ასევე, შექმნის საფუძველს შემდგომი კვლევებისთვის, ხელს შეუწყობს რისკის შეფასების თანამედროვე მიდგომების დანერგვას და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
მემკვიდრულ თრომბოფილიაზე პასუხისმგებელი მუტაციების კვლევა ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის სამედიცინო გენეტიკის ლაბორატორიის მიერ, პირველად საქართველოში ჯერ კიდევ 2007 წლიდან იქნა დანერგილი და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
სატატიის ბმული
https://authors.elsevier.com/c/1m~AwBEfD0jQe