
2018 წლის 29, 30 ოქტომბერს, ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ ლაბორატორიაში, დნმ-ის კვლევის სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული სიახლეების შესახებ სადემონსტრაციო ტრეინინგი და პრეზენტაციები გაიმართა.
ექსპერტებისთვის ტრეინინგი და პრეზენტაციები ადამიანის დნმ-ის იდენტიფიკაციის და სასამართლო საექსპერტო კვლევის დარგში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, QIAGEN-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მირელა პერუჩომ და პოლ რედჰედმა გამართეს.