სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადება

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება 10 მაისს, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქცია”-ში, არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

პირველ რიგში გვინდა განვაცხადოთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ისეთივე ტრაგედიაა ექსპერტიზის ბიუროს თითოეული თანამშრომლისთვის და ექსპერტისთვის, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. 
რამდენიმე განმარტება გვინდა გავაკეთოთ ექსპერტიზის პროცედურებთან  დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოების მიერ ისმის კითხვები თუ რატომ არ მზადდება „პირველადი“, „შუალედური“ დასკვნები. 
ექსპერტის დასკვნა არის სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის (ექსპერტის) მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების საფუძველზე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც პასუხს იძლევა ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების თაობაზე. აღნიშნული კი შესაძლებელია მხოლოდ საჭირო კვლევების სრულად დასრულების შემთხვევაში. ექსპერტიზა ტარდება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით. ამდენად, არ არსებობს „პირველადი“, „შუალედური“ ექსპერტის დასკვნები. ექსპერტიზის პროცესში საჭირო კვლევების სრულად დასრულების და გაანალიზების შემდგომ მზადდება ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის დასრულების შემდგომ დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი  ან განმეორებითი ექსპერტიზა. 

ბიუროს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი, 2018 წლის აპრილში, იტალიაში, ქ. რომში, CODIS (დნმ-მონაცემთა ბაზის) კონფერენციასა და ENFSI დნმ-ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იყო მიწვეული. 

ამჯერად, აღნიშნულ შეხვედრებს იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რესპუბლიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის, კრიმინალთან ბრძოლის ექსპერტიზის სამსახურმა უმასპინძლა, სადაც  37 სხვადასხვა ქვეყნის  165 დნმ-ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.

ექსპერტიზის ბიურომ აფხაზეთში დაღუპული კიდევ 22 მეომრის ნეშთის იდენტიფიცირება განახორციელა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 22 მეომრის ნეშთის იდენტიფიცირება განხორციელდა.

ქართველი მეომრებს  2018 წლის 26 აპრილს, სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამუშაო შეხვედრა ბიუროს ექსპერტებთან

Image

2018 წლის 18 აპრილს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული  ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა  შეხვედრა გამართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) წარმომადგენლებთან. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო