Imageექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს ყველა ექსპერტმა წარმატებით გაიარა ტრენინგი 2021 წელს მიღებული დღგ-ს დაბეგრვის ახალი წესებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ. 
ბიუროს ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით,  ექსპერტებს ტრენინგი ჩაუტარდათ  საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის Kreston International-ის სატრენინგო ცენტრის Kreston Academy-ს მიერ.  
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ბიურო მუდმივად ზრუნავს, ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე, რაც თავისთავად მომხმარებლისთვის ხარისხიანი და სანდო მომსახურების მიწოდების გარანტიაა.