ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს ყველა ექსპერტმა წარმატებით გაიარა ტრენინგი 2021 წელს მიღებული დღგ-ს დაბეგრვის ახალი წესებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ. ბიუროს ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით, ექსპერტებს ტრენინგი ჩაუტარდათ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის Kreston International-ის სატრენინგო ცენტრის Kreston Academy-ს მიერ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ბიურო მუდმივად ზრუნავს, ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე, რაც თავისთავად მომხმარებლისთვის ხარისხიანი და სანდო მომსახურების მიწოდების გარანტიაა.