აშშ-მ ბიუროს ციფრული გამოძიებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამის და მასთან დაკავშირებული საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. 

ბიუროს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესტუმრა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უმასპინძლა. სტუმრებს შორის ასევე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) უფროსი სარა რუპერტი.

შეხვედრა აშშ-ს ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს ნინო ყოჩიაშვილს სამართალდამცავი ორგანოების და იუსტიციის სექტორის მაღალი რანგის ქალ წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღის და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქალთა მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უმასპინძლა.

სიახლე დნმ ლაბორატორიაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო